იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ორი ვიცე–გუბერნატორის ადგილი ვაკანტურია. იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა, ამირან ძოწენიძემ, დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. განცხადების დაწერამდე კი, ის ახალ გუბენატორს, ზაზა მეფარიშვილს შეხვდა.
"წარმატებებს ვუსურვებ გუბერნატორს იმერეთის საკეთილდღეო საქმიანობაში. მისგან თანამშრომლობის შემოთავაზება არ ყოფილა. მე კი განცხადება დავწერე. ჩემი ოცნება არასოდეს ყოფილა თანამდებობა და რეგალიები", – განმარტა newpress.ge–სთან საუბარში ამირან ძოწენიძემ.
ამ დროისთვის ვიცე–გუბერნატორის სამი პოსტიდან - ორი ვაკანტურია, ხოლო მესამე ვიცე–გუბერნატორის თანამდებობას ინარჩუნებს გია მატარაძე.
ზაზა მეფარიშვილი იმერეთის გუბერნატორად საქართველოს პრემიერ–მინისტრმა 13 დეკემბერს წარადგინა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა