|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი საქართველო" - კერძო საფინანსო ორგანიზაციები გაჭირვებულ ხალხს ყვლეფენ

პარტია „თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიცზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ხელისუფლებას მიმართავს, დაინტერესდეს ქუთაისის ბაზრებთან არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობით.
როგორც წულაია ამბობს, ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან არსებული კერძო საფინანსო ორგანიზაციები ბაზარში მოვაჭრეებზე სესხებს კაბალური პირობებით გასცემენ. „ადამიანი როცა ბაზარში დგას, წვიმაში, მზეში და ყინვაში ვაჭრობს, უცებ ხელი შეეშლება და გაუჭირდება, რა თქმა უნდა სესხს აიღებს. მაგრამ, ისეთი კერძო კომპანიები, რომლებიც ასეთ გაჭირვებულ ადამიანს 15 პროცენტიან სესხს თავაზობს და ათასი ლარის გამო შემდეგ შეუძლია მას სახლი გაუყიდოს, ეს კატასტროფაა. კერძო საფინანსო ორგანიზაციები გაჭირვებულ ხალხს ყვლეფენ. მოვითხოვ, ხელისუფლებამ გააკონტროლოს ასეთი საფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა და არ მისცეს მათ გაჭირვებული ადმანიანის გაყვლეფის საშუალება. სწორედ ამიტომ არის, რომ ქუთასიში იფურჩქნება მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები. ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკან სწორედ ჩინოვნიკების ინტერესები დგას", - ამბობს გოგი წულაია.
ადამიანი, რომელიც კერძო საფინანსო ორგანიზაციისგან თავს დაზარალებულად და მოტყუებულად თვლის, ზაზა კაპანაძეა. როგორც კაპანაძე ამბობს მან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს TBI-დან, რომლიც ცნტრალურ ბაზარში მდებარეობს  სესხი 900 ლარის ოდენობით გამოიტანა, თუმცა პროცენტების დაგვიანების გამო ამ თანხის სანაცვლოდ შესაძლოა მისი სახლი გაყიდონ.
"პროცენტების გადახდა დამიგვიანდა, მაგრამ ამის გამო თუ ჩემი სახლის გაყიდვის საფრთხე დადგებოდა, არ მეგონა. ვიყავი მისული ხელმძღვანელ პირებთნ, ვთხოვე გრაფიკით გადაენაწილებინათ თანხა, ისე რომ შემძლებოდა გადახდა, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს", - ამბობს კაპანაძე.
როგორც TBI-ს წარმომადგენლები განმარტავენ, მიკროსფინანსო ორგანიზაცია უგარანტიო სესხებს ყოველდღიურად გასცემს, რომელიც მსურველს 15 წუთში უმტკიცდება, ყოველგვარი ქონებრივი გარანტიების გარეშე.
"თუმცა, მომხმარებელი ვადლებულია აღნიშნული სესხი ყოველდღიურად, გაწერილ გრაფიკში დაფაროს. იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი არ დაფარავს პროცენს, ეკისრება ჯარიმა და პირგასამტეხლო, თუმცა ამის გამო ამ ადამიანს სახლს არავინ უყიდის. ის თვითონ არ  მოსულა და არ დაინტერესებულა მისი საკითხით. მიუხედავად იმისა, რომ მას 303 დღეა პროცენტის გადახდა დააგვიანდა", - ამბობს TBI-ს ხელმღვანელი ალექსანდრე ჭანტურია. მისივე თქმით თუ შპს TBI წარმომადგენლები ვერ შეძლებენ მომხმარებლის მოძებნას და დარწმუნებას, რომ დროულად გადაიხადოს პროცენტი, ამ შემთხვევაშა საქმეში აღსრულების ბიურო ერევა.

ავტორი: ანა ჯანაშია