|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "ნაციონალები" ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას "ოცნებას" და "პატრიოტებს" აკისრებენ

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები,  საკრებულოს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატების განცხადებას, 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ, გამოეხურენენ.

"ნაციონალი" დეპუტატების განმარტებით, "პატრიოტებმა" არ უნდა მოიხსნან პასუხისმგელობა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით.
"თავის დროზე როდესაც ხდებოდა 2013 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა, ეს დეპუტატები იყვნენ ჩართული სხვა პოლიტიკური ძალის სახელით. ისინი ყოველთვის უმრავლესობაში იყვნენ და ყოველთვის კარგად არიან. ასე, რომ პასუხისმგელობა ეკისრება, "ოცნებას", "პატრიოტებს" და "ბრილიანტის ხელით თაბაშირში" მყოფ დეპუტატებს, რომლებიც ამ დროისთვის უპარტიოდ არიან", - განაცხადა ბრიფინგზე საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა, გია გოქაძემ. 
საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატების განმარტებით, ბიუჯეტის შეუსრულეობა ქუთაისში პარლამენტის გადატანაზე საუბარმა განაპირობა.

ავტორი: თეკლე მორგოშია