|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "ნაციონალები" - გიორგი მარგველაშვილს ქვებით არასოდეს დავხვდებით

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატების განმარტებით, პოლიტიკური შეხედულების მიუხედევად ისინი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვებს არასოდეს დაუშენენ. 

აღნიშნული განმარტა "ნაციონალმა" დეპუტატებმა გია გოქაძემ და მერაბ ბარათაშვილმა, მას შემდეგ გააკეთეს, რაც გასული წლის 19 დეკემბრეს საქართველს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქუთაისში სტუმრობისას ქვებით დახვედრის ფაქტს გამოეხმაურნენ. 
"ეს იყო ყველაზე სამარცხვონო ფაქტი ქუთაისისთვის და საქართველოსთვის. ქუთაისში, მერიის შენობაში მყოფ პრეზიდენტს რამე მოსვლოდა, ეს იქნებოდა საშინელება", - განმარტა  გია გოქაძემ. 
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალების" მიერ გახსენებული ფაქტი, 2012 წელს, მას შედეგ მოხდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მერიის შენობიდან გამოვიდა და "ნაციონალების" ოფიში გადაინაცვლა. 

ავტორი: თეკლე მორგოშია