|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე-მერი - სპორტის სასახლის ახალ ხელმძღვანელზე კონსულტაციები მიმდინარეობს

ქუთაისის ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილის განმარტებით, სპორტის სასახლეში გაბერილი შტატებია, რომელიც ცაკლე ორგანიზაციად ჩამოყალიბების შემდეგ შემცირდება. 

მიქიაშვილი ამბობს, რომ თავად სასახლის თანამშრომლების მოთხოვნაც იყო სპორტის სასახლე გამოყოფოდა  ააიპ სტორტულ დაწესებულებას. 
"ჩვენ  გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნა. თუმცა, მინდა გითხართ, რომ სპორტის სასახლეში გაბერილი შტატები იყო ნამდვილად. ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბების შემდეგ ძველი კადრებიც იქნებიან. მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, ამჟამინდელი ხელმძღვანელი, დავით ბახტაძე იქნება თუ არა. თუ ვინ იქნება ახალი ხელმძღვანელი ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს", -  ამბობს ვიცე-მერი.
მიქიაშვლის განმარტებით, ქუთაისის სპორტი სასახლეში სამომავლოდ ხელფასებიც გაიზრდება.
ქუთაისის სპორტის სასახლიდან თანამშრომელთა მოსალოდენლ გათავისუფლებაზე newpress.ge-ს თავად სპორტის სასახლის დირექტორმა,  დავით ბახტაძემ განუცხადა. 

ავტორი: თეკლე მორგოშია