"შშმ პირებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები გაუმართავია"
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება, შშმ პირებისთვის საავადმყოფოებშო ხარვეზებით სრულდება.
მომსახურების სერვისის მისაღებად, საავადმყოფოებსა და კლინიკებში მისულ ბენეფიციარ შშმ პირებს გარდა იმისა, რომ შეუსაბამო გარემო ხვდებათ, მათ ასევე საათობით რიგში დგომა უწევთ. აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრეს დღეს, ქუთაისში ლაზარიშვილის სახელობის კლინიკაში გამართულ შეხვედრაზე."საათობით რიგებში დგომა შშმ პირებისთვის შეუძლებელია. ასევე საავადმყოფოებსა და კლინიკეში არასტანდარტულად ემსახურებიან ბენეფიციარებს. რაც იმაში გამოიხატება, რომ შშმ პირების მიმართ არასწორ დამოკიდებულებას იჩენენ, არ იციან როგორ მოგვმართონ. ახლა მგონი ყინული დაიძრა, იმედია მალე ეს ყველაფერი გამოსწორდება და საავადმყოფოებში სრულფასოვნად მოემსახურებიან შშმ პირებს," - ამბობს იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია "სრულფასოვანი ცხოვრებისათვის" დირექტორი მერაბ ქვარიანი.
იმერეთსა და სხვა რეგიონებში შშმ პირებისთვის მომსახურებაში არსებული ხარვეზების სრულად გამოსავლენად, პროექტის "ჯანმრთელობის უფლება" ფარგლებში, კვლევას ორგანიზაცია "ბილიკი" განახორციელებს.
აღნიშნული ორგანიზაციის წევრებმა, შშმ პირების მომსახურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დღეს ქუთაისში ლაზარიშვილის სახელობის კლინიკაში ისაუბრეს.
"არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, როცა ამუშავდა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა. შესამაბისად არის ძალიან ბევრი ხარვეზი, რაც ხელს უშლის შშმ პირებს სრულფასოვანი სერვისები მიიღონ. პროექტ "ჯანმრთელობის უფლების" ფარგებში ჩატარებული კვლევა კი დადებს შედეგებს, რომლის მიხედვითაც, არსებული პრობლემები უნდა გადაწყდეს," - ამბობს ასოციაცია გორის "ინვალიდთა ჯგუფის" მენეჯერი ფიქრია ბრეგვაძე.
პროექტი "ჯანრთელობის უფლება" დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის "ჯიპაკის" მიერ.
პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია - საზოგადოება "ბილიკი". პარტნიორი ორგანიზაცია ქუთაისის "განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრია".
პროექტი "ჯანმრთელობის უფლება" მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან 30 ივნისამდე გაგრძელდება. ხორციელდება.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა