ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი - სირცხვლია გოგი ჭიჭინაძის ოპერიდან წასვლა
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ე.წ. უპარტიო დეპუტატი მანანა კიკაბაძე, ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, გოგი ჭიჭინაძის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა.
კიკაბიძე, რომელიც ამავე დროს ბალანჩივაძეების სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელიცაა, საკრებულოს და ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯისკენ და კულტურის მინისტრთან შუამდგომლობას სთხოვს.
"ფუფუნებაა ოპერას ჰყავდეს გოგი ჭიჭინაძესნაირი პროფესიონალი. მარამ სირცხვილია, რომ მან ძალიან მალე დატოვა ოპერა და ქუთაისი. ამიტომაც ქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ჭიჭინაძე დაბრუნდეს", - განაცხადა მანანა კიკაბიძემ. მისი თქმით, ქუთაისის მერიამ კულტურულ სფრეოსაც უნდა მიაქციოს ისეთივე ყურადღება, როგორსაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას უთმობს.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა