ემზარ კვიციანს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში დააკავებენ
საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ემზარ კვიციანს დააკავებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ემზარ კვიციანზე ძებნაა გამოცხადებული.
"ემზარ კვიციანი ძებნილია. შესაბამისად, მისი ჩამოსვლის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი რუსეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება. 16:00 საათზე მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდებიან. ემზარ კვიციანი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
პოლკოვნიკი კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება.
ავტორი: ნიუპრესი