ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისია ხუთი ადამიანით დაკომპლექტდა
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, დავით დვალმა კომისიის ხუთკაციანი შემადგენლობა წარადგინა.
ივანე აფრიდონიძე, რუსუდან ხაჭაპურიძე, გიორგი ტოკლიკიშვილი და თეა ჯუღელი - ამ ადამიანებით დაკომპლექტდა მერიის საკონკურსო-საატესატაციო კომისიის შემადგენლობა. დვალის განმარტებით, კომისიის შემადგენლობის შერჩევაში დამოუკიდებელი იყო.
"მინდა რაც შეიძლება ნაკლები კითხვები იყოს კომისიის შემადგენლობის ირგვლივ. ამიტომაც შევეცადე პროფესიონალები ჩაგვერთო ამ პროცესში", - განმარტა დავით დვალმა.
ივანე აფრიდონიძე ყოფილი მოსამართლე და 2009 წლიდან შპს "აფრიდონიძის საკონსულტაციო ჯგუფის" ადვოკატი იყო, გიორგი ტოკლიკიშვილი - იურისტი, სამართალმცოდნეა, რომელიც ამ დროისთვის ქვეყანაში არ იმყოფება. რუსუდან ხაჭაპურიძე ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის წარდგენილი. თეა ჯუღელი აღნიშნილი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორია.
კომისიის წევრების განმარებით, ისინი შეეცდებიან მაღალკვალიფიციურ დონეზე იმუშაონ და გაამართლონ კომისიის თავმჯომარის იმედები.
"ვიცით, რომ ქუთაისის მერობა ან გუბერნატორობა უფრო რთულია, ვიდრე ნიუ-იორკის. ჩვენ მზად ვართ შრომისთვის", - განმარტა შეხვედრაზე თეა ჯუღელმა.
დვალის განმარტებით, კომისიის წევრებს ხელფასი არ იქნებათ.
"გვინდა ხარჯი ავიცილოთ თავიდან. შესაძლებელია ერთჯერადი ანაზღაურება იყოს და არა ხელფასი", - აღნიშნა დვლამა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა