|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სპორტის სასახლის დირექტორი - მაფრთხილებდნენ, კარგს არაფერს მომიტანდა გია თევდორაძესთან მეგობრობა

ქუთაისის სპორტის სასახლის ახალი დირექტორი, "ქუთაისი 2010 საკალთბურთო კლუბის" ხელმძღვანელი, ლომერ ახვლედიანი იქნება. აღნიშნულის შესახებ, სასახლის  ამჟამინდელმა დირექტორი დავით ბახტაძე newpress.ge-სთან საუბრობს.

ბახტაძის განმარტებით, სპორტის სასახლის ახალი თნამშრომლები, დადიან სასახლეში და კაბინეტებს ირჩევენ.
დავით ბახტაძის თქმით, ქუთაისის ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილის განცხადება, რომ ახალი კადრების შესარჩევად კონსულტაციები მიმდინარეობს, ტყულია. რადგან, მისივე მტკიცებით, ახალი დირექტორის და თანამშრომლების ვინაობა თვეების წინ იყო გადაწყვეტილი.
"ჩვენ ამ დროისთვის ვართ სიტყვიერად გათავისუფლებულები. რადგან, ოფიციალური დოკუმენტი ამის შესახებ ამ დრომდე არ მოგვსვლია. თუმცა, ყველამ ვიცით რომ გათავისუფლებულები ვართ", - განმარტა  ბახტაძემ. 
ბახტაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ზეწოლაა, რადგან ის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან მეგობრობდა. 
ბახტაძე, ასევე ამბობს, რომ მას ამ დრომდე აფრთხილებდნენ, არ ემეგობრა "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ხემძღვანელთან, გია თევდორაძესთან. 
"მაფრთხილებდნენ, რომ კარგს არაფერს მომიტანდა გია თევდორაძესთან მეგობრობა. ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც  პოლიტიკური სუბიექტივიზმით გათავისუფლება ქვია. სწორად გადამიწყვეტინა, რომ გავწევრიანდი "ნაციონალურ მოძრაობაში", ზუსტად ორი თვის წინ პარტიის წევრი გავხდი", -  ამბობს ბახტაძე. 
დავით  ბახტაზე ქუთაისის სპორტის სასახლის დირექტორად  2011 წელს დაინიშნა. სასახლეში ამ დროისთვის 26 ადამიანი მუშაობს. სპორტის სასახლეში თანამშრომლების საშუალო ხელფასი 200 ლარს, ხოლო დირექტორის ხელფასი 315 ლარს შეადგენს. 

ავტორი: თეკლე მორგოშია