"ნაციონალები" ქუთაისის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს 2 მარტს, 2 კანდიდატს შორის აირჩევენ
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში შიდა პარტიული არჩევნები, მიმდინარე წლის 2 მარტს ჩატარდება. არჩევნები, სადაც ორგანიზაციის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს წევრებს აირჩევენ, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმარება.
"ნაციონალური მოძრაობის " ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე ორი კანდიდატი - გია თევდრორაძე და ამირან ძოწენიძე იყრის კენჭს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე პატრიის ადგილობრივი ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე გახლავთ, ხოლო ამირან ძოწენიძეს ქუთაისის მერიაში ჯერ ვიცე-მერის პოსტი, ხოლო შემდგე ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა ეჭირა.
პოლიტსაბჭოს წევრობაზე (რომელიც სულ 20 უნდა იყოს) კი 30 წევრია მსურველი.
პარტიის წარმომადგენლის გია უკლებას განმარტებით, შიდა პარტიული არჩევნები გამჭვირვალე და დემოკრატიული იქნება. უკლებას თქმით, არევნებში მონაწილეობას "ნაციონლური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის 1228-ვე წევრი მიიღებს.
"არჩევნებში ცესკოს წარმომადგენლებიც იქნებიან", - აღნიშნა დღეს ბრიფინგზე გია უკლებამ.
რაც შეეხება, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მერობის კანდიდტის შიდა პარტიულ შერჩევას, უკლება ამბობს, რომ მარტის ბოლოს პრაიმერი გაიმარეთება.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა