|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი – პრაქტიკული გამოცდილების და ცოდნის ხარვეზია

იმერეთის რეგიონის მუციპალიტეტებში შესყიდვებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების თანამშრომლები არაკვალიფიციურები არიან, რის  გამოც  მათ ტრენინგები იმერეთის გუბერნიაში ჩაუტარდებათ. აღნიშნულის შესახებ, იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა დღეს იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრაზე განმარტა.
"თანამშრომლებს შორის გამოიკვეთა პრაქტიკული  თუ თეორიული ცოდნის ხარვეზები. ამიტომაც ჩვენ მათ ტრენინგებს ჩავუტარებთ", –  განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.
იმერეთის გუბერნატორი გამგებლებთან გამართულ დღევანდე შეხვედრაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ანგარიშს ჩაიბარებს.

ავტორი: თეკლე მორგოშია