|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 4 მცირეწლოვან ბავშვიან ოჯახს ასახლებენ

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის N3-ში ამ წუთებში იპოთეკური სესხით დაზარალებულ ნუნუების ოჯახს ასახლებენ.
იპოთეკური სესხით დაზარალებულები მოქალაქეები, რომლებიც ნუნუების ოჯახში მათ მხარდასაჭერად იმყოფებიან, აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გაგრძელებად აფასებენ. 
როგორც ისინი ამბობენ, იპოთეკით დაზარალებულთა სასარგებლოდ ახალი ხელისუფლების პირობებშიც იგივე გრძელდება და არაფერი იცვლება. 
"საშინელი მდგმარეობაა, 4 მცირეწლოვანი ბავშვი და მოხუცი ჰყათ ნუნუების ოჯახს და საკუთარი სახლიდან ასახლებენ,"-ამბობს იპოთეკური სესხით დაზარალებული მანანა კაკაურიძე. 

ავტორი: ანა ჯანაშია