შეფუთული საათი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე (Photo)
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებული ე.წ ქუჩის საათი შეფუთეს. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ საათის შეფუთვის მიზეზი მისი მწყობრიდან გამოსვლა გახდა.
"ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გამო დაზიანდა საათის პლატა. ველოდებით ნაწილის ჩამოსვლას, რომელიც ფრანგული წარმოებისაა. ამის შემდეგ მოხდება საათის შეკეთება," - აცხადებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მალხაზ ბასილაძე.
მისი განმარტებით, ცენტრალურ მოედანზე არსებული საათი ერთი კვირის მანძილზე შეფუთული იქნება.

ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა