|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პარკინგის გაძვირებას აპროტესტებენ

 ქუთაისში პარკინგის ახალ პროექტს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ავტოსადგომით მომსახურების  ღირებულება 0.20 ლარით გაიზრდება.

თავისუფალი საქართველოსქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულიას განმატებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ახლი პროექტის ამოქმედება.

ავტოსადგომების ერთ ლოტად გაყიდვა ესეც არის კორუფციული სქემის ნაწილი. უნდა იყოს კონკურენცია და რამდენიმე მოთამაშე შემოყვანილი. შეულებელია მხოლოდ ერთმა აიოს ვალდებულება ქალაქ არსებული პარკინგის ადგილების მეთვალყურეობაზე“, - განაცხადა დღე ბრიფინგზე გოგი წულაიამ.

თავისუფალი საქარველო- წარმომადგენლბი მოუწოდებენ ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელს, ოთა მურღულიას,ამ ერთხელ მაინც მიიღონ ხალხისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება“, - ამბობს წულია.

ქუთაისის მერია, ქალაქის მთელ ტერიტორიაზე არსებულ პარკირების ობიექტების ტენდერზე გატანას ერთ ლოტად გეგმავს. ახალი რეგულაციის თანამხად, ქალაქში პარკინგის ტარიფი 20 თეთრით გაიზრდება.

მერიამ ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის ამ ადგილებით სარგებლობის საფასურის ზედა ზღვარი დაადგინა. თუ აქამდე, მსუბუქი ავტომობილისთვის, ერთ სააამდე პარკინგი 0.30 ლარი ღირდა, ახალი წესების მიხედვით, იგივე დროით სარგებლობა 0.50 ლარი გახდება. ქუთაისის მერიაში ირწმუნებიან, რომ ადგილობრივ ბუჯეტში პარკირებიდან შემოსული თანხები ათჯერ გაიზრდება.

                                                                                              

ავტორი: თეკლე მორგოშია