|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უსახლკაროთა თავშესაფარში მცხოვრებლები აშიმშილეს

ქუთაისში უსახლკაროთა დროებით თავშესაფარში მცხოვრელები საკვების გარეშე დატოვეს. თავშესაფარში მცხოვრებლების თქმით, ზამთრის სეზონის დასრულებასთან ერთად, ისინი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაივიწყა და მათ საკვების მიწოდებაც შეუწყვიტა.

„უკვე ორი დღეა მშიერი ვართ და ჩვენზე აღარ ზრუნავენ. არ ვიცით რატომ მოგვაყარეს მიწა,“- ამბობს უსახლკაროთა თავშესაფარში მცხოვრები  ჭიჭიკო ჟორჟოლიანი newpress.ge-სთან საუბარში.

თავშესაფარში მცხოვრებლების თქმით, საკვების მიწოდების შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე, კარვები მათთვის უცხო პირმა დაათვალიერა და ისინი საკვების შეწყვეტის თაობაზე წინასწარ გააფრთხილა.

„ვიღაც მოვიდა და გვითხრა, რომ რადგან კარავში  მხოლოდ ორნი ვიყავით, საჭმელს აღარ მოგვიტანდნენ. მეორე დღიდან მართლაც ასე მოხდა. აგვიხსნან ეს რას ნიშნავს! იმ დროს მართალია გასული იყვნენ კარვებიდან დანარჩენები, მაგრამ აქ ერთი ადამიანიც რომ იყოს დარჩენილი, მშიერი უნდა დატოვონ?  თავიდან საკვები ყოველდღიურად, ორჯერადად მოჰქონდათ. ახლა ერთჯერადად რომ მიგვიტანონ ისიც აღარ ემეტებათ  ღორებს,“ - ამბობს უსახლკაროთა თავშესაფარშიმყოფი ლუკა გელაშვილი.

ქუთაისის მიუსაფართა დროებით თავშესაფარში მცხოვრებელებისთვის საკვების  მიტანა  "მადლიერების სახლის" წარმომადგენლებს ევალებათ.

რა პასუხი აქვს "მადილერების სახლის" დირექტორს და რას აცხადებენ ქუთაისი მერიაში? ნახეთ მალე newpress.ge-ზე

ავტორი: ანა ჯანაშია