რატომ აშიმშილეს ქუთაისში უსახლკაროთა თავშესაფარში მცხოვრებლები? - დირექტორის განმარტებები
ქუთაისში, უსახლკაროთა დროებით თავშესაფარში სოციალურად დაუცველებისთვის საკვების შეწყვეტის ფაქტზე "მადიერების სახლის" დირექტორი განმარტებას აკეთებს.
როგორც ქუთაისის "მადლიერების სახლის" დირექტორი ოლეგი კაკურია განმარტავს, ისინი სოციალურად დაუცველებს საკვებით კარვებში შესახლების დღიდან უპრობლემოდ ამარაგებდნენ. კაკურიას განმარტებითვე, მიუსაფრებისთვის საკვებით მომარაგების ორ დღიან წყვეტას საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა.
"საწვავი გამოგველია და ვეღარ მივუტანეთ კარვებში
მცხოვრებლებს საკვები. მომხდარა ისეც, რომ საკუთარი ჯიბიდან გადახდილი ფულით ნაყიდი
საწვავით მიგვიტანია უსახლკაროებისთვის სავები. ახლა უკვე ეს პრობლემა გამოსწორდება
და ვიდრე ისინი კარვებში იქნებიან, საკვები ჩვეულებრივად ყოველდღიურად გაეგზავნებათ
და მსგავსი პრგობლემები აღარ შეექმნებათ“ - ამბობს ქუთაისის "მადლიერების სახლის"
დირექტორი ოლეგ კაკურია. მისივე თქმით, უსახლკაროთა
დროებით თავშესაფარში, სოციალურად დაუცველები
20 მარტამდე იცხოვრებენ.
თუმცა, ქუთაისში მოწყობილი დროებითი თავშესაფრის საცხოვრებელ
პირობებს უსახლკაროები გაუსაძლისს უწოდებენ და ამბობენ, რომ კარვები უკვე მწყობრიდანაა
გამოსული.
"წვიმიან ამინდში აქ ყოფნას, ისევ ქუჩაში ყოფნა
ჯობია. კარვის კედლები დაზიანებული და დაცხრილულია და თუ გაწვიმდა ერთმანეთს ქოლგებს
ვაფარებთ. მართალია ზამთარი დასრულდა, მაგრამ გვაინტერესებს 20 მარტის შემდეგ სად გვიშვებენ
და რას გვიპირებენ?,“- ამბობენ თავშესაფარში მცხოვრებლები.
როგორც ქუთაისის ადგილობრივ თვითთმართველობაში აცხადებენ,
20 მარტის შრემდეგ უსახლკაროები ისევ ქუჩას დაუბრუნდებიან.
"სადაც ცხოვრობდნენ ეს ადამიანები დროებით, ან
სადაც იყვნენ შეხიზნულები ალბათ ისევ იმ ადგილზე დაბრუნდებიან,"-ამბობს ქუთაისის
ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი.
ქუთაისში, მიუსაფართა დროებით საცხვრებელ კარვებში,
ამ დროისთვის სულ ხუთი ადამიანი ცხოვრობს.
დროებითი თავშესაფრები უსახლკაროდ დარჩენილებისთვის, საქართველოს ყველა
ქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარბაშვილის გადაწყვეტილებით, გასული წლის დეკემბერში
მოეწყო.
ავტორი: ანა ჯანაშია