|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნგრევის შედეგად დაზარალებულებს მერია დაეხმარება

ქუთაისში, კოსტავას #62-ში მომხდარი აფეთქების ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განმარტებით, თვითმმართველობა დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევს. თუმცა, მურღულიას განმარტებით, ფულადი კომპენსაციით დაზარალებულებს სრულყოფილად ვერ დააკმაყოფილებენ.
კოსტავას #62-ში აფეთქების შედეგად სამი ოჯახია დაზარალებული. 
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე სახარძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ეზოში აფეთქება გაზის მილიდან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არის ერთი დაშავებული. ადგილობრივი მცხოვრები შოთა ბობოხიძე მრავლობითი დამწვრობით ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

იხილეთ ფოტო

ავტორი: თეკლე მორგოშია