|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ფარული მოსმენები გრძელდება - "გამჭვირვალობა-საქართველო"

საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკონტროლო, ფარული მოსმენების წარმოება გრძელდება. 

აღნიშნუილის შესახებ, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლებმა კამპანიის "ეს შენ გეხება ისევ გვისმენენ" ფარგლებში ისაუბრეს. 
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლები  ამბობენ, ე.წ. უკანონო "მიყურადების" წარმოება საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია პრობლემას წაროადგენს და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით საგამოძიებო ორანოები ყოველგვარი ნებართვის გარეშე უსმენდნენ და   უსმენენ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, ადვოკატებს, სასულიერო და სხვა პირებს. 
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ,  აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა დროულად მიიღოს კანონი, რომლითაც საქართველოში საბოლოოდ შეწყდება უკანონო მოსმენები. 
"მოსმენები დღემდე გრძელდება, ამიტომ კამპანიის ფარგლებში ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვაწოდებთ ამ ინფორმაციას, რადგან ერთოიბლივად დავგეგმოთ ღონიოსძიებები და მივმართოთ პარლამენტს დროულად განახორციელონ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც თვალთვალს, მიყურადებას და უკანონო მოსმენებს გამორიცხავს ,"- ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი თამარ ჭარბაძე. 
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმითვე, უკანონო მოსმენები საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას და ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას. 

ავტორი: ანა ჯანაშია