"თავისუფალი საქართველო" - ქართული ფეხბურთი ქუთაისის ფეხბურთის გარეშე ვერ განვითარდება
პარტია "თავისუფალი საქართველოს"იმერეთის ორგანიზაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმსრულებელ კომიტეტს ქუთაისის "ტორპედოს" მიმართ გამოტანილი სანქიციების შემსუბუქების მოთხოვნით მიმართავს.
ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია აღმასრულებელ კომიტეტს მოუწოდებს შეცვალონ სტადიონის 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და დაუშვან სტადიონზე თამაში მაყურებლის გარეშე.
წულაია აცხადებს, რომ ქართული ფეხბურთი ქუთაისის ფეხბურთის გარეშე ვერ განვითარდება და მსგავსი გადაწყვეტილება ქუთაისში ფეხბურთის არსებობას საფრთხეს შეუქმნის.
"გზას აგვიქცევენ, პარლამენტს გადაიტანენ, ფეხბურთს მოკლავენ და ყინულის მოედნის ამარა თუ გვტოვენებ, პირველი მე მოვახტები ციგურებს. გასარკვევია მართლა რას გვიპირებენ," - ამბობს წულაია.
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციამ, ასევე, "ტორპედოს" ფინანსური ჯარიმაც გააპროტესტა, რომლის მიხევდით გუნდს 18 300 ლარის გადახდა დაეკისრა. წულაიას განცხადებით, გუნდისათვის დღევანდელ ფინასნური დგომაგრეობაში ამ ოდენობის თანხის გადახდა უარესს კრიზისს გამოიწვევს.
გოგი წულაია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს ფინანსური ჯარიმის გადახდა ქუთაისის "ტორპედოს" საერთოდ მოუხსნან ან წლის ბოლოსთვის გადაუტანონ. პარტიის იმერეთის ორგანიზაცია მიმართავს აღმსარულებელ კომიტეტს შეიმუშაოვონ საგანგებო ზომები, რათა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 9 მარტს განვითარებული მოვლენები შემდგომში არ განმეორდეს.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა