ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025 წელი 01:25:03
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი "ტორპედოს" საკითხს განიხილავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმსარულებელი კომიტეტი ამ წუთებში ფედერაციის სადისციპლინო საკითხთა კომიტეტის მიერ 10 მარტის გადაწყვეტილებას განიხილავს.

სადისციპლინო საკითხთა კომიტეტმა ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის მიმდინარე წლის 9 მარტს გამართული მატჩი განიხილა  და სადისციპლინო კოდექსის 105-ე,  106-ე 113 -ე , 114 -ე და 115-ე  მუხლების დარღვევისთვის სკ. "ტორპედოს" 18300 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დააკისრა, ასევე დაეკისრა  ხუთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს (სკ "ტორპედო" საშინაო მატჩებს ნეიტრალურ სტადიონზე გამართავს).
ფეხბურთის ფედერაციის აღმსარულებელი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, შესაძლებელია, "ტორპედოს" მიმართ გამოტანილი სანქციები შეიცვალოს.


ავტორი: დეა მანაგაძე