საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ტორპედოს" სანქციები ძალაში დატოვა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა საფეხბურთო გუნდ "ტორპედოს" სანქციები ძალაში დატოვა.
აღმასკომის გადაწყვეტილებით, "ტორპედო" 5 საშინაო მატჩს თბილისში, "ლოკომოტივის" სტადიონზე გამართავს და აღნიშნულ თამაშებზე ერთი გუნდიდან მხოლოდ 75 მაყურებელი დაესწრება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებას 18 წევრიდან მხარი მხოლოდ ერთმა წევრმა, იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვალერი მანაგაძემ არ დაუჭირა.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა