საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის პროექტი ქუთაისისთვის შეიქმნა (+ვიდეო)
საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა
შესაძლოა ქუთაისში აშენდეს.
ცათამბჯენი, რომელიც
არსებული პროექტის მიხედვით, ქუთაისში ორ ხიდს შორის უნდა აიგოს, 270 მეტრი
სიმაღლის იქნება.
ქუთაისისთვის შექმნილი ცათამბჯენის პროექტი, "თამარის კოშკი," საფრანგეთში ერთ–ერთ ყველაზე მაღალ "ეიფელის კოშკს" (300 მეტრი) მხოლოდ 30 მეტრით ჩამორჩება.
"თამარის კოშკი," იგივე მრავალფუნქციური ცათამბჯენი პროექტის თანამხად, ქუთაისში, მდინარე რიონის დელტაზე,
ბალახვნის ხიდისა და სათავე ნაგებობას შორის,
წყალში უნდა ჩაიდგას.
საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის პროექტს newpress.ge-მ ქუთაისელი არქიტექტორის, გივი თოდაძის სახელოსნოში მიაკვლია. სწორედ არქიტექტურის რაინდი, გივი თოდაძეა გახლავთ ცათამბრჯენის პროექტის ავტორი.
როგორც თოდაძე ამბობს, ქუთაისისთვის მრავალფუნქციური ცათამბჯენის პროექტი, ერთი წელია რაც შეიქმნა.
პროექტის მიხედვით, „თამარის კოშკი“ შემინული, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის უნდა იყოს.
"კოშკი ყველაზე
მაღალი იქნება საქართველოში და ეს იქნება ქუთაისში
მისი განხორციელების შემთხვევაში,"-ამბობს არქიტექტურის რაინდი გივი თოდაძე newpress.ge - სთან საუბარში.
რამდენად რეალურია პროექტის განხორციელება, რატომ ჰქვია მას "თამარის კოშკი," რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს მრავალფუნქციურ შენობას და იცნობენ, თუ არა ცათამბჯენის პროექტს ქუთაისის მერიაში? - ნახეთ ვიდეო
ავტორი: ანა ჯანაშია