ქუთაისის მერია ავტომანქანების მოვლისთვის 80 000 ლარს ხარჯავს
ქუთაისის მერიამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ავტომანქანების მოვლაზე 80 000 ლარი გამოყო.
თვითმმართველობის ბალანსზე 86 ერთული ავტომანქანა ირიცხება. თუმცა, მერიამ ავტოტექმომსახურებაზე ტენდერი, მხოლოდ 41 მათგანზე გამოაცხადა. ტენდერი ქუთაისის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ 2014 წლის 28 თებერვალს გამოცხადდა.
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ზურაბ გაბიძაშვილის განმარტებით, ავტომანქანებს ტექმომსახურება წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ესაჭიროებათ.
„წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ რომელ მანქანას რა გაუფუჭდება. თუმცა, ავტომანქანები საპროფილაქტიკო სამუშაოებს საჭიროებენ,“ – ამბობს გაბიძაშვილი.
მერიაში შედგენილი სატენდრო ხელშეკრულების მიხედვით, საპროფილაქტიკო სამუშაოების არასრული ჩამონათვალი ასეთია: ძრავის შეკეთება, დისკების გასწორება, ფეჩის შეკეთება, წინა ფარის შეკეთება ან გამოცვლა საჭიროების შემთხვევაში, საწვავის ავზის გამორეცხვა, ძრავის ღვედის დაჭიმვა.
აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი ორმა კომპანიამ - შპს „ვაშერონმა“ და შპს „ჯეამ“ გამოთქვეს. თუმცა, ავტოტექმომსახურების სამუშაოებს, 80 000 ლარის სანაცვლოდ, ტენდერში
გამარჯვებული კომპანია, შპს „ჯეა“ შეასრულებს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტვენ, რომ მერიის ბალანსზე არსებული ავტომანქანების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში წერილობითი მიმართა ხდება. პიროვნებამ, ვის სახელზეცაა ესა თუ ის ავტომანქანა გაფორმერბული, წერილობით მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურს უნდა მიმართოს. აღნიშნული უწყების წარმომადგენლის მიერ, ავტომანქანის დათვალიერების შემდეგ ხდება ხარჯთაღიცხვის დადგენა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, საპროფილაქტიკო სამსახურის გაწევა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა