შოთა მურღულია ქუთაისის გზებზე - წლების წინ ყველაფერი უხარისხოდ კეთდებოდა
ქუთაისის მერიამ, ქალაქში გზების ორმოული შეკეთება დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობა პირველ ეტაპზე გზების ორმოულ შეკეთებას ლ.ასათიანის, შ.რუსთაველის, ზ.გამახურდიას და აღმაშენებლის გამზირზე განახორციელებს.
გზებზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებმა, შოთა მურღულიამ დაათავალიერა.
"რუსთაველის ქუჩა 3 წლის წინ კაპიტალურად გაკეთდა, თუმცა დღეს ისევ შეკეთებას საჭიროებს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ წლების წინ ყველაფერი უხარისხოდ კეთდებოდა. ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, მოვაგვაროთ დაგროვილი პრობლემები“ - განმარტა მურღულიამ.
ქალაქში გზის ორმოული შეკეთების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „დაგი+“ ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 942 672 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
მანამდე კი ქუთაისის მოსახლეობა ამორტიებული გზების გამო უმაყოფილებას გამოთქვამს და გზებზე არსებული პრობლემების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა