ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორს ბრალდებებზე პასუხს თხოვენ
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რომელიც ოპერის თეატრის ხელმძღვანელობამ გამართა, ხმაურით დასრულდა. აღნიშნულ ბრიფინგზე მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის დირექტორმა, ხატია ვედმედევამ საზოგადოებას თეატრის ახალი გუნდის 6 თვის მუშაობის შედეგები გააცნო.
თუმცა, შეხვედრის ფინალური ნაწილი ბრალდებებს დაეთმო, რომელიც ჟურნალისტმა, ბუბა ჩივაძემ ოპერის თეატრის ახალი მმართველის მისამართით გააჟღერა.
კითხვაზე
თუ რა სტატუსით იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
დეპარტამენტში ქუთაისის თეატრის მმართველი და ბუღალტერი დაკითხვაზე დაბარებული,
ვედმედევამ უაპსუხა, რომ მისი დაბარება სამსახურიდან
გათავისუფლებული 7 თანამშრომლის საჩივრის სააფუძველზე მოხდა. თუმცა, იგი დაკითხვაზე არ
ყოფილა, არამედ გასაუბრებაზე გახლდათ.
"პროკურატურას მიამრთეს საჩივრით, რომ ოპერის თეატრში პროექტები არამიზნობრივად იყო დაფინანსებული. პროკურატურამ საქმე გადასცა ფინანსურ პოლიციას. მივიტანეთ თითოეული საბუთი და პროექტი. რის შემდეგაც ფინანსურ პოლიციას ჩვენს მიმართ კითხვები არ ქონია", - აღნიშნა ხატია ვედმედევამ.
ბუბა ჩივაძის მეორე ბრალდება შეეხო აუდიტის დასკვნას,
რომელმაც ჩივაძის თქმით, უკანონო ქმედებები დააფიქსირა თეატრის დირექტორის ხელფასზე თვითნებური ყოველთვიური დანამატის სახით.
"აუდიტის დასკვნა და საბუთები მე პირადად არ მინახავს,
რადგან არ დაუმთავრებია აუდიტს მუშაობა. ჩემთვის
საინტერესოა ამ საბუთების ნახვა. თუმცა, ისიც საინტერესოა, საიდან მოხვდა ამ საბუთების ასლები ფეისბუქის გვერდზე და საერთოდ, რა დასკვნაზე მესაუბრებით, რომელსაც არც
ხელმოწერა და არც ბეჭედი არა აქვს. წელს მე
მაქვს 1200 ლარი ხელფასი და 960 ლარს ვიღებ
ხელზე, ამის ზემოთ არანაირი თანხები არ ამიღია," -
აღნიშნა ვედმედევამ.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი