|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი საქართველო" - მურღულია საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, რის გამოც ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. აღნიშნული განცხადება დღეს "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზვიად წაქაძემ გააკეთა. "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლების განმარტებით, მურღულია იგივეს აკეთებს რასაც, თავის დროზე, ქუთაისის ყოფილი მერი და ამ დროისთვის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, გია თევდორაძე აკეთებდა. 

"თევდორაზე პარლამენტში მოსახვედრად ემზადებოდა, ხოლო მურღულია ქუთაისის მერობისთვის," -აღინიშნა შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ყოველდღიურად სოციალურად დაუცველ ოჯახებში დადის და ასევე, ქალაქში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ათვალიერებს.

ავტორი: თეკლე მორგოშია