"თავისუფალი საქართველო" თეა წულუკიანს საარჩევნო სიების მოწესრიგებას თხოვს
პარტია "თავისუფალი საქართვლოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები საარჩევნო სიების მოწესრიგებას იუსტიციის მინისტრს სთხოვენ. "თავისუფალი საქართველოს" საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზვიად წაქაძის განმარტებით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში საარჩევნო გარემოს მოწესრიგების დაპირებით მოვიდა. თუმცა, პარტიაში აღნიშნავენ, რომ დაპირება ამ დრომდე არ არის შესრულებული. "საარჩევნო სიებში როდემდე უნდა იყოს უმისამართოდ დარჩენილი ადამიანები. ძალიან ბევრი ლაფსუსია, რომელიც სასწრაფო გასწორებას საჭიროებს. სიებში არის მოქალაქეთა მისამართები, რომლებიც არ არსებობენ. სიების გასწორებაზე ჩვენ წლებია ვიბრძვით", - განმარტა ბრიფინგზე წაქაძემ.
"თავისუფალ საქართველოშო"
აღნიშნავენ, რომ საარჩევნო სიების გასწორების თხოვნით, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს. "საარჩევნო ოლქმა კომისიის წევრებთან ერთად განახორციელა ქუჩების პასპორტიზაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ მასალები გადაეცა საქალაქო რეესტრის ქუთაისის სააგენტოს. თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე პასუხი არ მიგვიღია",
- წერია ქუთაისის საოლქო კომისიის წერილში, რომელიც აღნიშნულმა პარტიამ საპასუხოდ მიიღო.
"სწორედ, ამიტომ მივმართავ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს რომ გაასწოროს საარჩევნო სიები", - განმარტავენ "თავისუფალ საქართველოში".
ავტორი: თეკლე მორგოშია