"ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ!" - მშვიდობიანი აქცია ქუთაისში
"ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!" - ამ სლოგანით ქუთაისში საინფორმაციო ხასიათის აქცია გაიმართა.
აქციაში ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომელსაც ორგანიზებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" უწევდა.
"ვმართავ მშიდობიან აქციას და ვაგროვებთ ხელმოწერებს პარლამენტში შესატანად, ჩვენ არ ვამბობთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა შეწყდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს იშვიათ შემთხვევაში,"- განმარტა "საერთშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ქუთაისის ფილიალის კოორდინატორმა თამარ ჭარბაძემ.
საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის, გიორგი ჭიქაბერიძის განმარტებით, კვირის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოაგროვებენ ხელმოწერებს და საქართველოს პარლამენტში შეიტანენ.
აღნიშნული აქცია "ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ!" კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა