ქუთაისის მერიაში შესვლაზე მედიისთვის შეზღუდვები წესდება
ქუთაისის მერიის ადმისტრაციულ შენობაში ჟურნალისტებისთვის შეზღუდვები წესდება. კერძოდ, მერიის შენობაში შესვლაზე მედის წარმომადგენლებმა ნებართვა ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლისგან, ეკა მამისეიშვილისგან უნდა აიღოს.
შენობაში შესვლაზე პრობლემა შეექმნა რადიო "ძველი ქალაქის" ჟურნალისტს, მონიკა ტყეშელაშვილს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ დაცვამ მანამდე არ შეუშვა, ვიდრე მამისეიშვილს არ დაურეკა.
დაცვის თანამშრომლები განმარტავენ, რომ აღნიშნული შეზღუდვების დაწესების ბრძანება დღეს მიიღეს.
"დანარჩენი თქვენ გაარკვიეთ. ჩვენ, რასაც გვავალებენ, იმას ვაკეთებთ", - განმარტავენ დაცვის თანამშრომლები.
მათივე თქმით, ჟურნალისტებისთვის საშვის გაცემა იგეგმება.
თავად ეკა მამისეიშვილი კომენტარს არ აკეთებს.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა