|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა

ქუთაისში, ახაგაზრდობის ქუჩაზე მცხოვრებმა, იპოთეკური სესხით დაზარალებულმა, იზოლდა ბიბლეიშვლმა თავი მოიწამლა. 

ბიბილეიშვილმა სხვადსხვა მედიკამენტები თვითმკველობის მიზნით დალია.
დაზარალებულმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც გაიგო, რომ დღეს იპოტეკური სესხის გამო, სახლიდან გამოსახლებას უპირებდნენ. 
"ბიბილეიშვილმა თავის მოკვლის მიზნით დალია წამლები, რადგან დღეს გამოსახლებას უპირებდნენ", – ამბობს ადგილზე მყოფი "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულია. 
დაზარალებული ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.  

ავტორი: თეკლე მორგოშია