|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი ჟურნალისტებს – თქვენი სიძლიერე ჩვენი სიძლიერეა

ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქუთაისში მოქმედ მედიის წარმომადგენლებს მიღება მოუწყვეს.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პროფესიული დღე ქუთაისში მოქმედ ჟურნალისტებს იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მერფარიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ მიულოცეს.
მათი განმარტებით, ქუთაისში მედია აქტიურია, რაც საზოგადოების ინფორმირებულობაზე აისახება.
შოთა მურღულიას განმარტებით, ქალაქში არაა თემა, რომელიც არ შუქდებოდეს და მედიისთვის საინტერესო არ იყოს.
"ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან ღია ურთიერთობა და ნებისმიერი ინფორმაცია თქვენთვის ხელმისაწვდომია. თქვენი სიძლიერე ჩვენი სიძლიერეა და გვინდა, რომ ასევე, პირიქითაც იყოს," – განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.
მედიის წარმომადგენლებს მერიაში ფურშეტით გაუმასპინძლდნენ.
 ქართული ჟურნალისტიკის დღე 21 მარტს აღინიშნება. ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.

ავტორი: თეკლე მორგოშია