|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობა – მთავრობის სამოქმედო გეგმაში ხალხის აზრის გათვალისწინება უნდა მოხდეს

ღია მმართველობის ფორმა და საზოგადოების როლი მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში– აღნიშნული მიზნებით, საქრთველოს იუსტიციის სამინისტრომ ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოსახლეობასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.
როგორც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ,  2014-15 წლის მთავრობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მოთხოვნები და შეხედულებები  უნდა გაითვალისწინონ.
"საქართველოს იუსტიციის  საჯარო კონსულტაციები მთლიანად საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ჩვენი მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რაც დაგეგმილია მომდევნო 2 წლის მანძილზე. მთავარი ისაა, რომ აღნიშნული შეხვედრებით ჩვენ ვგებულობთ ხალხის მოსაზრებებსა და  მათ საჭიროებებს,"–ამბობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ქეთი ცანავა.
"ხალხისგან მიღებული მოსაზრებები იმიტომ არის მნიშვნელოოვანი, რომ მათი გათვალისწინება მოხდეს მთავრობის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში,"–ამბოსბ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირაკლი ლომიძე.
თუმცა მთავრობის მიერ სამოქმედო გეგმაში საზოგადოების აზრის გათვალისწინების, როგორც ირკვევა, შეხვედრაზე მყოფთა გარკვეულ ნაწილს ნაკლებად სჯერა.
"არ მჯერა ამდაგვარი დაპირებების და შეხვდერების, რადგან მათი გათვალისწინება არასოდეს ხდებოდა. რეალურად, ზედა დონედან ქვევით კი არა, პირიქით, ქვედა დონედან უნდა იყოს ზეწოლა მთავრობაზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეალურად შეასრულონ აღებული ვალდებულებები," – ამბობს "საიას" ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია.
საჯარო შეხვედრები 15 მარტს დაიწყო და 15 აპრილს დასრულდება. 
სამთავრობო გეგმის პრიორიტეტები კი საჯარო რესურსების უკეთ მართვა და მთავრობის საქმიანობისა და საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალეობაა.

ავტორი: ანა ჯანაშია