|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბალახვნის ხიდს დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭება

newpress.ge-ის ინფორმაციით, ქუთაისში ე.წ. ბალახვნის ხიდის რეაბილიტაცია მოხდება.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ხიდის მოაჯირებზე, საბჭოთა დროინდელ ვარსკვლავის ფიგურებს ბორჯღალოს ფიგურები ჩაანაცვლებს,ხოლო ხიდს დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭება.
აღნიშნულის შესახებ newpress. ge - სთან ხიდის რეაბილიტაციის ავტორი, არქიტექტორი გივი თოდაძე საუბრობს.
"ხიდის მოაჯირებზე ვარსკვლავის ფორმის ფიგურებს, ბორჯღალოს ფიგურაში მოქცეული ასომთავრული – დ ჩაანაცვლებს და ხიდი დავით აღმაშენებლის სახელობის იქნება,"–განმარტავს არქიტექტორი გივი თოდაძე.  
როგორც ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში განმარტავენ, ბალახვნის ხიდის რეაბილიტაცია, მას შემდეგ დაიწყება რაც ტენდერის გზით შემსრულებელი კომპანია გამოვლინდება. 
როგორი იყო, არის და იქნება ბალახვნის ხიდი რეაბილიტყაციის შემდეგ 
იხილეთ ფოტო   

ავტორი: ანა ჯანაშია