|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი საქართველო" – ქუთაისში "ოცნება" "ნაცებს" ეჭიდავება

პარტია "თავისუფალი საართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები ქუთაისში "მადლიერების სახლის" ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ. 

როგორც პარტიის თავმჯდომარე გოგი წულაია ამბობს მადლიერების სახლის წლიური ბიუჯეტი 527 000 ლარს შეადგენს. თანხის 30% კი თანამშრომლების ხელფასებზე იხარჯება. 
"მადლიერების სახლში დასაქმებული თანამშრომლებიდან, რეალურად  საქმეს მხოლოდ 7 ადამიანი ასრულებს. დანარჩენები გამოდის, რომ  ტყუილად იღებენ ხელფასს და უამრავი თანხა იხარჯება იმ ადამიანებზე, რომლების დასაქმებაზე თავის დროზე ნაციონალებმა იზრუნა,"– აბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის  ხელმძღვანელი გოგი წულაია.
წულაის თქმითვე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია მთლიანად საარჩევნო პიარითაა დაკავებული და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად არ სცალია.   
"მურღულია მთლიანად არჩევნებზე და საარჩევნო პიარზე რომ არის გადართული და თავს გზების ორმული შეკეთებებით იწონებს, ჯობია ქალაქში გაჭირვებულ ხალხზე იზრუნოს და "მადლიერების სახლში" არსებული პრობლემებით დაინტერესდეს,"–განმარტავს გოგი წულაია.
წულაის თქმით, "მადლიერების სახლში" დასაქმებულ თანამშრომელთა გაბერილი შტატები, თავის დროზე "ნაციონალების" შემოქმედებაა. ახლა კი აღნიშნულ სტრუქტურაში თანამდებობების დასაკავებლად "ოცნების" ხალხი იბრძვის.
"მადლიერების სახლში" ჯერ კიდევ "ნაცების" ნათესავობაა თავმოყრილი, მაგრამ "ოცნებას" და "ნაცებს" შორის ახლა ჭიდაობაა, რომ ეს კადრები მმართველი გუნდის წევრებმა ჩაანაცვლონ,"– ამბობს წულაია. 

  

ავტორი: ანა ჯანაშია