საქართველო ტუბერკულოზით დაავადების მაღალი რისკის მქონე 27 ქვეყანათა შორისაა
ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს, რომელიც 24 მარტს აღინიშნება, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი შეხვედრა-დისკუსიებით
გამოეხმაურა. დისკუსიის თემას ტუბერკულოზის მართვა და პრევენცია წარმოადგენდა.
დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში მომხსენებლებმა - ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თეიმურაზ ნადირაძემ, ქუთისის ტუბ–დისპანსერის მთავარმა ექიმმა თამარ ჯანელიძემ
და სხვებმა ისაუბრეს ტუბერკულოზის გამომწვევ
მიზეზებზე, მისი მართვისა და პრევენციის საშუალებებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტუბერკულოზზე ინფორმაციის ქონა არის პირველი იარაღი აღნიშნული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ამ შეხვედრების
მთავარი გზავნილია, რომ ინფორმაცია მიეწოდოთ და არ იყოს სტიგმა დაავადებული ადამიანების მიმართ და ისინი გრძნობდნენ თანაგრძნობას“,– აღნიშნა თამარ ჯანელიძემ.
ექიმებმა ისაუბრეს სიმპტომებზე, რომელიც ამ დაავადებას
ახლავს: ორი კვირის მანძილზე გახანგრძლივებული ხველა, ოფლიანობა ღამით, უმადობა წონაში
კლება, ტკივილი მკერდის არეში, სისხლიანი მინარევები ნახველში და სხვ.
შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამებზეც, რომელიც
დიაგნოსტიკასა და მკურნალობას გულისხმობს. ასევე აღინიშნა იმ პროგრამების შესახებაც,
რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოქმედებს.
მსოფლიოში ტუბერკულოზი
9 მილიონი ადამიანი ავადდება, 3 მილიონი კი დახმარების გარეშე რჩება. იმ 27 ქვეყანას შორის, სადაც ტუბერკულოზის დაავადების მაღალი რისკი არსებობს, მოხვდა საქართველო.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი