ქუთაისში 56 ქუჩაზე წყლის ამორტიზებული მაგისტრალი იცვლება
ქუთაისში, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 56 ქუჩაზე წყლის
ამორტიზებული მაგისტრალი იცვლება. სამუშაოებისთვის 31 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
გარდა ამისა, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე წყლის 3 ახალი რეზერვუარი შენდება, რომელმაც ქალაქის ცენრტალურ ნაწილში წყლის 24 საათიან მიწოდება უნდა უზრუნველყოს. მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კირკიტაძემ, საკრებულოს წევრმა დავით დვალმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.
,,ქალაქში წყლის მილები მოძველებული და ამორტიზირებულია, მიმდინარეობს მათი გამოცვლა და ახალი თანამედროვე სტანდარტების რეზერვუარის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის წყლის მიწოდების რესურს,“ - განაცხადა შოთა მურღულიამ.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუთაისის უმეტეს ნაწილს 24 საათიანი წყალმომარაგება 2016 წელს უნდა ქონდეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა