|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაზე პასუხისმგებლობას იხსნის

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია, მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ის მიმართ პასუხისმგებლობას იხსნის.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამ დრომდე ქალაქის მერს, (მერის
მოვალეობის შემსრულებელს) უფლება  ჰქონდა ორგანიზაციისთვის დაევალებინა ამა თუ იმ მოქალქისთვის  შეღავათიან ფასში მომსახურეობა.
"ქართული ტრადიციები 2011" ქალაქში არსებული სასფალოების მოვლა-პატრონობაზე არის პასუხისმგებლი. 
„ეს იყო საკმაოდ დიდი პრივილეგია, რომელიც ამ დრომე ქონდა მერს. თან არ იყო განსაზღვრული, ვისზე შეიძლება ყოფილიყო  შეღავათები. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  არა  ადამიანების  პატიოსნებამ  დააწესოს  შეღავათი, არამედ დოკუმენტმა იმუშაოს და ეს პროგრამულად იყოს  განსაზღვრული“, - განმარტა შოთა მურღულიამ.
სასაფლაოების გამოყოფა, დაკრძალვა, არქივიდან ინფორმაციების გაცემა, პასტორტის გაცემა, ამოსაფლავება, სასაფლაოების კეთილმოწყობის ნებართვის გაცემა, (სამთვიანი, ექვსთვიანი ვადა)- ეს იმ ფასიანი მომსახურების ჩამონათვალია, რომლითაც ადგილობრივ მოქალაქეებს "ქართულ ტრადიციები 2011"-ს ემსახურება.
შეცვლილი წესის მიხედვით, სოციალურად დაუცველი პირი, რომელსაც 15 000 ნაკლები ქულა აქვს, აღნიშნული მომსახურებით უფასოდ ისარგებლებს. ასევე, მომსახურეობა უფასო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პანთეონის სასაფლაოზე უნდა დაიკრძალონ. 
ხოლო, საარსებო შემწეობის ზღვრული 57 000 ქულის  მქონე პირებისთვის,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ოჯახის წევრებისთვის, შშმ პირებისთვის  და ომში დაღუპულებისთვის სასაფლოების კეთილმოწყობის ნებართვისა და სასფალოების  პასპორტის გაცემა უფასო იქნება.
გარდა ამისა,  ახალი წესდების მიხედვით, სასაფლაოების კეთილმოწყობის ნებართვა ერთწლიანი იქნება, რომელთა ღირებულება 50 ლარით განისაზღვრა.
 ამ დრომდე  აღნიშნული  ნებართვა სამთვიანი (50 ლარი), ექვსთვიანი (50 ლარი) და ერთწლიანი (100 ლარი) იყო.

ავტორი: თეკლე მორგოშია