შოთა მურღულია - "ქამრების შემოჭერის" პილიტიკით ახალი სოციალური პროგრამა შეიქმნა
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსურლებელმა, შოთა მურღულიამ მერის სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემრულებელთან ერთად, ის ახალი სოციალური პროგრამა გაახმოვანა, რომელიც ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ამოქმედდება. მურღულიას განმარტებით, "სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების პროგრამა", რომელიც მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების თანადაფინანსებას ითვალისწინებს, 300 000 ლარით განისაზღვრა. პროგრამა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.
მურღულია ირწმუნება, რომ აღნიშნული სოციალური პროგრამა მერიის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯზე შეიქმნა.
"ეს არის ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში ამბობდნენ, მაგრამ არავინ აკეთებდა. კარგია, როდესაც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ფონზე, სოციალური პროგრამა იქმნება. ვცდილობთ, რომ ადმინისტრაციული ხარჯები არ გაგვექცეს. იმედია, ამ პროგრამის დამტკიცებას საკრებულო მხარს დაუჭერს," - განმარტა მურღულიამ.
აღნიშნული პროგრამის გათვალისწინებით, 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახებისთვის მოხდება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსება. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 70 001 ქულამდე, დახმარების მოსარგებლე ერთწევრიანი ოჯახი, 9 თვის განმავლობაში 36 ლარით დაფინანსდება, 3,4 და 5 წევრიანი ოჯახები - 54 ლარით, 6 და 7 წევრიანი - 72 ლარით, 8 და მეტ წევრიანი ოჯახების დაფინასება კი 90 ლარით განისაზღვრება.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა