ნახევარ მილიონამდე ლარის ცვლილება ქუთაისის ბიუჯეტში - ვინ რის ხარჯზე მიიღო დაფინანსება
ქუთაისის, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 25 000 ლარი გადეცემა. ამდენივე თანხით, დაფინანსედება მესხიშვილის თეატრიც. თეატრებისთვის თანხების გამოყოფის გადაწვეტილება, დღეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად მოხდა.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად, ასევე თანხების გამოყოფა მოხდა სოციალური პროგრამისთვის "ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების პროგრამა", რომლის განხორციელებისთვის 300 000 ლარი გამოიყო. ასევე, 23 000 ლარით დაფინანსდა ქუთაის–გაენათის ეპარქია, 50 000 ლარით კი მედიკამენტების დახმარების პროგრამა.
საკანალიზაციო სისტემების, ღვარსადენების, წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები, შადევნების ექსპლუატაცია, საახალწლო ღონისძიებების დაფინანსება, ადმინისტრაციული სამსახური, გარეგანათების, შუქნიშნებისა და ვიდეოკონტროლის რეაბილიტაცია - ეს იმ ღონისძიებების ჩამონათვალია, რომლის ხარჯების შემცირების საფუძველზე მოხდა, ზემოთ აღნიშნული პროგრამების დაფინანსება.
2014 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, საერთო ჯამში, 493 000 ლარის ცვლილება განხორციელდა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა