ბილ გეითსი ქონებას მემკვიდრეობით შვილებს არ უტოვებს
Microsoft-ის დაფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი თავის 76 მილიარდს შვილებს არ უტოვებს. მან გადაწყვიტა, რომ მთელი ეს ქონება საქველმოქმედო ფონდს "ბილ და მელინდა გეითსებს" უნდა დარჩეს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც სიღატაკის დასამარცხებლად, განათლებისა და მედიცინის განსავითარებლად იბრძვის.
ბილ გეითსს სამი შვილი ჰყავს - 18 წლის ჯენიფერ კატარინი, 15 წლის რორი ჯონი და 12 წლის ფიბი ადელი.
"ისინი არ მიიღებენ მილიარდებს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ შრომაა საჭირო და სამსახური მათთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ზოგი არ მეთანხმება, მაგრამ მე და ჩემმა მეუღლემ ასე გადავწყვიტეთ", - განაცხადა გეითსმა.
მომზადებულია uaua.info–ს მიხედვით
წყარო: "ინფო9"
ავტორი: ნიუპრესი