|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელში ქალი საკუთარი თავისთვის 5 ლარსაც ვერ ხარჯავს - „გეშინიათ ფემინიზმის?“

„გეშინიათ ფემინიზმის?“, - ეს კითხვა ხშირად ისმის ფილმში, სახელწოდებით "ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?" (რეჟისორი ია ბარათელი), პასუხიც ფილმის მსვლელობის პროცესში ჩნდება. 

აღნიშნული ფილმის პრეზენტააცია ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ფილმი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის „ვის ეშინია ფემინიზმის" პარალელურად შეიქმნა. მან ის შვიდი ლექცია გააერთიანა, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ჩატარდა. 
„ფემინიზმის ეშინია მათ, ვისაც არ სურს პრივილეგიების დაკარგვა. ქალის და მამაკაცის თანასწორობის იდეა სწორედ მას არ აწყობს, ვისაც უპირატესობა გარანტირებული აქვს", - ამბობს ფილმის ერთ-ერთი გმირი. 
ფილმის გმირები საუბრობენ ფემინზმზე, ქართველ ფემინისტ ქალებზე და ქალთა უფლებებზე. ცდილობენ მეტი ინფორმაცია გაავრცელონ ამ მიმართულებით და დააჯერონ საზოგადოება, რომ ფემინიზმი არც ისე საშიშია,რომ სწორედ ფემინისტების წყალობით მოხერხდა ის, რომ დღეს ქალებს აქვთ განათლების მიღების, შრომის, ხმის მიცემის, მემკვიდრეობისა და სხვა უფლებები. ამის მიღწევა სწორედ ატიურობით მოხდა.
ფილმის გმირები საუბრობენ იმის შესახებაც, რომ საქართველოს სოფელებში მეტად ირღვევა ქალთა უფლებები, ვიდრე ქალაქებში.
„ქალაქელ ქალებს მაინც მეტი დრო აქვთ, ვიდრე სოფელში. სოფელში ძალიან მძიმე შრომა უწევთ. თანაც, მიუხედავად ამდენი შრომისა, ქალი 5 ლასაც ვერ ხარჯავს საკუთარი თავისთვის", - ამბობს ფილმის ერთ-ერთი გმირი.
მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა, ფილმის გმირებს მაინც ჯერათ, რომ ქალთა უფლებებთან დაკავშირებით არსებული ბევრი პრობლემები დაძლევადია, რადგან ფემინისტურმა მოძრაობამ ძალიან მცირე დროში ბევრის მიღწევა შეძლო.
ჩვენებას ყველა ასაკისა და სქესის მაყურებელი ყავდა. შეხვედრა დისკუსიით დასრულდა.
ფილმის ჩვენებას ორგანიზება ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა გაუწია.


ავტორი: ეკა კუხალაშვილი