|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველი კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების ჩაწერის საჭიროებას ვერ ხედავს

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების ჩაწერის საჭიროებას ვერ ხედავს. 
როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, მათ შორის ამ საკითხებს. 
"სწორედ იგივე ფორმულირება არის ამ კოდექსში მოცემული, საჭიროებას და აუცილებლობას ვერ ვხედავ, რომ ეს ყველაფერი გადატანილი იყოს ასევე კონსტიტუციაში", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული ინიციატივით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართა.

interpressnews.ge

ავტორი: ნიუპრესი