მურღულია ქუთაისის ნაგავსაყრელის მოწესრიგებაზე – ეს რეალური დაპირებაა და არა "ბანერული"
"ჩვენ უკვე დავიწყეთ სამუშაოები და ახლო მომავალში უნდა მოგვარდეს საკითხები, ეს რეალური დაპირებაა და არა "ბანერული", როგორც ამას წლების წინ აკეთებდნენ“ - განაცხადა დღეს, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ ქუთაისში, ნიკეას მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრისას,
მურღულიას განმარტებით, ნიკეას დასახლებაზე წლებია ნაგავსაყრელის პრობლემა დგას, რომელიც მისივე თქმით, ამ დრომდე უნდა მოგვარებულიყო.
თუმცა, "დღემდე დაპირების იმედად დაუტოვეს ხალხს", – აღნიშნა მურღულიამ შეხვედრაზე.
შეხვედრაზე მურღულია ადგილობრივ მცხოვრებლებს, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარებას დაპირდა.
ავტორი: ნიუპრესი