|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კალათბურთში საქართველოს თასის მფლობელი "ქუთაისი 2010" გახდა

გუშინ გამართულ საქართველოს თასის მე-12 გათამაშებაში ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა გაიმარჯვა. "ქუთაისი-2010"-მა "სოხუმს" გუნდს 15 ქულის სხვაობით, ანგარიშით 81:66 მოუგო. ქუთაისელები ფინალში მეორედ გავიდნენ. "ქუთაისი-2010" პირველად ფინალში თასის მე-10 გათამაშებაში გავიდა, სადაც "არმიასთან" ანგარიშით 80:86 დამარცხდა. ფინალური შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად "ქუთაისი-2010"-ის ფორვარდი გიორგი ბარბაქაძე დაასახელეს, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა. სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა "ქუთაისი-2010"-ის მთავარი მწვრთნელი, მალხაზ კოხრეიძე. საქართველოს თასი, მინიმუმ ერთი წლით, "ქუთაისი-2010"-ის კაპიტანმა, ფორვარდმა დავით ბარბაქაძემ ჩაიბარა. "ქუთაისი-2010"-მა არსებობის განმავლობაში, საქართველოს თასის გარდა, დუდუ დადიანის მემორიალის მოგებაც შეძლო. ქუთაისურ საკალათბურთო გუნდს ადგილობრივი  თვითმმართველობა აფინანსებს. "ქუთაისის 2010" მიმდინარე წელს ადგილობრივი ბუჯეტიდან 460 000 ლარით დაფინანსდა.

ავტორი: დეა მანაგაძე