|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერ–მინისტრი 1991 წლის 31 მარტის რეფერანდუმზე – ეს არის საქართველოს ურყევი ნება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალური ქსელით, საკუთარ ოფიციალურ გვერდზე, საქართველოში 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერანდუმს განცხადებით ეხმაურება და მას უმნიშვნელოვანეს მოვლენად მოიხსენიებს.

"საყოველთაო სახალხო გამოკითხვა,რომლის შედეგადაც საქართველოს მოსახელობამ აირჩია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, გამოხატავდა არა მარტო ქართველი ერის, არამედ  საქართველოს მრავალეროვანი ხალხის ერთსულოვან ნებას. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ რეფერანდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით," –ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ–მინიტრის განცხადებით, 31 მარტის რეფერანდუმით საქართველოს მოსახლეობამ შეცვალა რეალობა და ამით ქვეყნის ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო.

"31 მარტის რეფერანდუმის გადაწყვეტილება დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას – ეს არის საქართველოს ურყევი ნება და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საფუძველი," – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ავტორი: დეა მანაგაძე