საქართველოში არამდგრადი ამინდები 7 აპრილამდე გაგრძელდება
საქართველოში 7 აპრილამდე არამდგრადი, ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ძლიერი ქარი დღეს, დღის მეორე ნახევრიდან ჩადგება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით - 6 გრადუსია მოსალოდნელი, მთაში კი -11; მაღალმთაში -17 გრადუსი; თბილისში დღისთ +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს ღამით ჰაერის ტემპერატურა 0;+5, ზოგან -3 გრადუსი იქნება. მთაში -10; მაღალმთაში -16 გრადუსი.
ხვალიდან ყინვები აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება. 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც 3 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებშიც გავრცელდება. 5 აპრილიდან შესაძლოა, დათბეს, თუმცა ცვალებადი ამინდები 7 აპრილამდე გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი