|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამკაცრდეს მიდგომა სელექციურ აბორტზე - დისკუსია და დაგეგმილი აქცია ქუთაისში

აბორტი და კანონის გადახედვა - ამ თემებს მიეძღვნა დღეს, ქუთაისში,“თაობათა დიალოგის“ ოფისში გამართული შეხვედრა, რომელიც პროექტ „ღია თვითმმართველობას“ ფარგლებში გაიმართა.

სემინარი ფილმის ჩვენებით დაიწყო, სახელწოდებით „სიცოცხლე - სამყაროს მთავრი სასწაული“. შეხვედრას უძღვებოდა ორგანიზაცია  „INER-Georgia-წყვილისა და სიცოცხლის“ ექსპერტი, ნანა ნებიერიძე.

 „ჩვენი ორგანიზაცის მთავარი მიზანია, სიცოცხლის დაცვა, ჩასახვის წუთიდან მის ბუნებრივ სიკვდილამდე  და ვემსახურებით საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდის ამაღლებას. სიცოცხლის კულტურის ამაღლებას, რომ ადამიანი ჩასახვის წუთიდან არის ადამიანი და დამოკიდებულება მის მიმართ უნდა გვქონდეს ისეთი, როგორც ზრდასრულ ადამიანის მიმართ „ - აცხადებს ნანა ნებიერიძე.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ გაიშალოს საგანმანათლებლო მუშაობა ამ მხრივ სკოლებში, ახალგაზრდებთან  რეალობის შეცნობისათვის.  ასევე, გადაიხედოს კანონი, რომელიც  დედას უფლებას აძლევს  მიიღოს გადაწყვეტილება 12 კვირამდე მოუსპოს სიცოცხლე ემბრიონს. აგრეთვე, გამკაცრდეს მიდგომა სელექციურ აბორტის მიმართ და დაიცვას ის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით მედ-პერსონალის მხრიდან, ის სამი კვირის პერიოდი, რომელიც უნდა მიეცეს სააბორტოში მისულ ქალს მოფიქრებისათვის,“ - ამბობს INER-Georgia-წყვილისა და სიცოცხლის“ ექსპერტი, ნანა ნებიერიძე.

საზოგადოების ინფორირების მნიშვნელობაზე საუბრობენ, ასევე, ახალგაზრდები.

“ამ კუთხით კანონმდებლობაში აუცილებლად უნდა შევიდეს რეგულაციები. აბორტების ნაწილობრივ აკრძალვა უნდა მოხდეს, რადგან სრულიად აკრძალვა უფრო მწვავე შედეგს გამოიღებს,“ - ამბობს პროექტ „ღია თვითმმართველობის“ მონაწილე, ანა დოლაბერიძე.

შეხვედრაზე, ასევე, დაანონსდა, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს, პარასკევს, ჩატარდება ღონისძიება სახელწოდებით  „სიცოცხლის მარში - სიცოცხლის მხარდაჭერისთვის“ ჯერ არ შობილი ბავშვების სიცოცხლის მხარდაჭერისათვის. აქცია-მსვლელობა დაიწყება 15:30 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედნიდან და დასრულდება საქართველოს პარლამენტთან.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში წელიწადში დაახლოებით, 40 ათასი აბორტი კეთდება.

ავტორი: ლანა კოკაია