|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ცენტრალური შემოსასვლელი ნიკეას ქუჩიდან იქნება

ქუთაისში, ცენტრალური შემოსასვლელი ავტობანის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნიკეას ქუჩიდან იქნება. აღნიშნული ცვლილების გამო, ნიკეას უბანი შესამაბისი ინფრატსრუქტურით უნდა მოეწყოს. ამის შესახებ, ქუთაისის მერის მოვალეოების შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ  არქიტექტორებთან ქუთაისის 2015-17 წლების  სოციალურ-ეკონომიკური   განვითარების  სტრატეგიის გეგმის განხილვისას განაცხადა. 

მურღულიას განმარტებით, მნიშვნელოვანია ქალაქში შენობები და ინფრასტრუქტურა არსებული გეგემის შესაბამისად მოეწყოს. 
"მართალია, უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები რათა განვითარდეს ქალაქი სოციალურ-ეკონომიკურად. თუმცა, არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ერთი  წლის შემდეგ ისევ ის, შენობა გახდეს  ასაშენებლი. ნაგებობამ 30-50 წელი მაინც უნდა გაძლოს", - განაცხადა შეხვედრაზე მურღულიამ. 
ქუთაისის ხელმძღვანელობამ ქალაქის განვითარების სტრატეგიის გეგმა არქიტექტორების გარდა,  არასამთავრობო სექტორთანაც განიხილა.

ავტორი: თეკლე მორგოშია