ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი მაჟორიტარობის მანდატზე უარს ამბობს
2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებში, ქუთაისის საკრებულოს ავტოქარხნის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ მეშველიანი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მონაწილეობას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ მეშველიანმა დღეს, 4 წლიანი მუშაობის შესახებ ანგარიშს წარდგენისას განაცხადა.
მეშველიანი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ჩემი ქუთაისის" წევრია.
ავტოქარხნის დასახლების მაჟორიტარმა დეპუტატმა დღეს მედიას 4 წლის განმავლობაში შესრულებული და მიმდინარე სამუშოები გააცნო.
24 საათიანი წყალმომარაგება, შიდა გზის საფარის და საუბნო გზების მოწესრიგება, ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა, მრავალსართულიან კორპუსებში ბუნკერების გაუქმება, რამდენიმე ადგილზე ახალი ჭის თავების დამონტაჟება, ხეების გადაბელვა, დამისამართება, ასევე, ავტოქარხნის დასახლების 33 ქუჩად დაყოფა – ეს იმ სამუშაოების ჩამონათვალია, რომელიც მეშველიანის თქმით, მისი მაჟორიტარობის 4 წლიან პერიოდში ავტოქარხნის დასახლებაში გაკეთდა.
მეშველიანი ირწმუნება, რომ ამ დროისთვის დასახლებაში ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
მეშველიანი ქუთაისის საკრებულოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით შევიდა. თუმცა 2012 წლის საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, ის "საქართველოს პარტიოტთა ალიანსის" ქუთაისის ორგანიზაციას შეუერთდა.
რამდენიმეთვიანი "პატრიოტობის" შემდეგ მეშველიანმა აღნიშნული ალიანსიც დატოვა. ამ დროისათვის ის საკრებულოში უპარტიო დეპუტატად არის წარმოდგენილი.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა